ახალი ამბები

სოფელ რუისპირის სკოლაში სწავლის პროცესი დროებით შეჩერდა

კორონავირუსის დაფიქსირების გამო თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი დროებით შეაჩერა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საგანმანათლებლო დაწესებულებამ და ადგილობრივმა რესურსცენტრმა ერთობლივად მიიღეს.

არსებული ინფორმაციით, ჩატარებული კვლევის შემდეგ COVID- 19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა აღნიშნული სკოლის დამლაგებელს, რის გამოც შენობას სპეციალური ხსნარებით დაამუშავებენ.

დამლაგებელთან კონტაქტში მყოფი ადამიანები კი ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნებიან.