თელავის პირველი სკოლის ერთი კლასი სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
ქალაქ თელავის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ლევან მრელაშვილის ინფორმაციით, მეშვიდე კლასის მოსწავლეს კორონავირუსი კვირას დაუდასტურდა.
მისივე განმარტებით, ის ბოლო დღეები სკოლაში არ ყოფილა, თუმცა კლასი სადაც მოსწავლე დადიოდა სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა.
ლევან მრელაშვილის განმარტებით, ამ დროისთვის თელავის მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლის გარკვეული კლასები სწავლას ონლაინ აგრძელებენ.
,,ამ ეტაპზე სკოლებში სწავლება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და გვაქვს შემთხვევა, როცა კლასები გადავიყვანეთ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. ამ დროსთვის ასეთია ქვემო ხოდაშნის, ქალაქ თელავის მეორე საჯარო სკოლა, რუისპირის, ლაფანყურის და ასევე პირველი საჯარო სკოლა”,- განუცხადა Knews.ge-ს ლევან მრელაშვილმა.