კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, რეგიონში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა.
,,რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 11 184 -ს. იმ პირთა რიცხვი, რომელებიც ამ ეტაპზე მკურნალობას გადიან არის 447 , მათ შორის 387 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 60 იმყოფება კოვიდ კლინიკაში, 10 629 გამოჯანმრთელდა, 108 პირი კი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 1937 წელს დაბადებული მამაკაცი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან. ის ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.