ახალი ამბები

რა შეზღუდვები იხსნება და რჩება თელავში

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან საქართველოში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება.
საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან თელავის მუნიციპალიტეტში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა); კახეთის რეგიონის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა;
ასევე ქალაქ თელავში განახლდა სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების მუშაობა;
გარდა ამისა, საბჭოს გადაწყვეტილებით, ქალაქ თელავში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან.