რა შეზღუდვები რჩება 1 თებერვლიდან
საქართველოს მთავრობაში არსებული უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული რიგი შეზღუდვები უქმდება.
კერძოდ: დღეიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში გაიხსნება:
– მუნიციპალური ტრანსპორტი (შაბათ კვირის გარდა);
– სკოლები;
– მაღაზიები და სავაჭრო ობიექტები(შაბათ კვირის გარდა);
დღეიდან საქართველოში რესტორნები არსებული შეზღუდვებით გააგრძელებენ მუშაობას. მათ შეუძლიათ კვლავ გატანის სერვისით იმუშაონ.
ასევე დღეიდან, რეგულარული ავიამიმოსვლა აღდგება.
უკვე ცნობილია წესები რომლის დაცვა ქვეყანაში ჩამოსვლისას, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისევ უცხოელ ვიზიტორებს მოუწევს.
შეგახსენებთ, ძალაში რჩება:
– ე.წ. კომენდანტის საათი (21:00 საათიდან 05:00 საათამდე);
– შეზღუდვები ზამთრის კურორტებზე;
– აკრძალულია საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრების რეგულარული გადაყვანა.