დღეიდან სავაჭრო ცენტრები იხსნება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი სავაჭრო ცენტრები და საცალო გაყიდვების ობიექტები (არასასურსათო საქონლის ბაზრობების გარდა) შეზღუდვებით, თუმცა ფუნქციონირებას განაახლებენ.
რაც შეეხება პირობებს, სავაჭრო ცენტრები და რითეილ სექტორი ოპერირებას კვირის განმავლობაში ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით შეძლებს;
ობიექტები 10:00 საათიდან 19:00 საათამდე იმუშავებენ;
ამასთან, წინასაახალწლო გახსნისგან განსხვავებით, მაღაზიებში გასახდელი ოთახები კვლავ ამოქმედდება და მომხმარებელს სამოსის მორგება შეეძლება;
ამოქმედდება ნივთების გადაცვლა-დაბრუნების სისტემა;
10 კვადრატულ მეტრზე დაიშვება მხოლოდ ერთი მომხმარებელი;
რაც შეეხება ტესტირების საკითხებს, 1 მარტამდე სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულთა სავალდებულო კოვიდ-ტესტირებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. 1 მარტის შემდეგ კი, შესაბამისი ხარჯების გაღება თავად ბიზნესს მოუწევს.