ბიზნესი პანდემიის ფონზე – რადიო “კახეთის ხმის” ღია ეთერი
ონლაინ რადიო ,,კახეთის ხმა” გთავაზობთ ახალ პროექტს „ღია სტუდიის“ ფარგლებში, რიგით მესამე გადაცემა დღეს პირდაპირ ეთერში 17:00 საათზე დაიწყება.
გადაცემას ,,კახეთის ხმის” ჟურნალისტი მარიამ ოქროცვარიძე გაუძღვება.მისი ინფორმაციით, დღევანდელი გადაცემის თემა ეხება ადამიანებს, რომლებმაც პანდემიის დროს შექმნეს ან დაკარგეს ბიზნესი.
“გადაცემის თემა და მთავარი აზრი არის ის, რომ გავიგოთ თუ როგორ შევქმნათ ბიზნესი პანდემიის დროს, მოვარგოთ ის არსებულ რეალობას და გავუმკლავდეთ შექმნილ ვითარებას, რაც პანდემიისგან გამოწვეულმა უმუშევრობამ გამოიწვია”,- განაცხადა მარიამ ოქროცვარიძემ.
გადაცემის სტუმრები იქნებიან მიტანის სერვისის “თელივერის” ერთ–ერთი დამფუძნებელი ლევან მესხიშვილი და ფოტოგრაფი გიორგი ჩეკურიშვილი.