ახალი ამბები

სოფელ შილდაში მომხდარი ავარიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მსხვერპლით დასრულებულ ავტოსაგზაო
შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

დაკავებულის პირის დედა, რომელიც ახლა ემიგრაციაში იმყოფება აცხადებს, რომ მისი შვილი პოლიციას ჩაბარდა, ოჯახის ერთი წევრი კი ავტოავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდას შველას ცდილობდა.

“ეს უმძიმესი ავარია, ჩემს შვილს შეემთხვა. ავტომანქანა არის ძალიან დიდი, ხუთტონიანი. ჩემი მეუღლეც ადგილზე იყო, სწორედ ის ცდილობდა ბავშვის გადარჩენას და რაკი სასწრაფომ დააგვიანა, თვითონ სცადა საავადმყოფოში გადაყვანა. ჩემი შვილი, რომელიც საჭესთან იჯდა, თავისივე ძმებმა წაიყვანეს და ძმებთან ერთად ჩაბარდა პოლიციას. ახლა ის დაჭერილია და არც კი ვეცდებით, რამე პასუხისმგებლობა თავიდან ავიცილოთ ის იმ სასჯელს მიიღებს, რაც ეკუთვნის,”- თქვა დაკავებულის დედამ.

ავტოსაგზაო შემთხვევა, სოფელ შილდაში, 27 იანვარს, გვიან ღამით მოხდა.

შემთხვევის შედეგად, 15 წლის ქვეითი გარდაიცვალა, რომელიც ქუჩაში გადაადგილდებოდა.

არასრულწლოვანი, ძიუდოისტთა კლუბ “შილდის” წევრი და საჭიდაო ტურნირებში საპრიზო ადგილების მფლობელი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.