1 თებერვლიდან კახეთში სახელოვნებო და სპორტული სექციები არ გაიხსნება
1 თებერვლიდან კახეთში სახელოვნებო და სპორტული სექციების გახსნა არ იგეგმება.
კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი შიოშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ასეთ სექციებში, მოსწავლეთა მობილობის გაზრდა სარისკოდ ჩაითვალა.
,,შეზღუდვების შემსუბუქება ხდება ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზით და ადამიანების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ამიტომ სახელოვნებო და სპორტული წრეები ჯერ ვერ ამუშავდება. ეს ეხება, როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ მეცადინეობებს“,-განაცხადა შიოშვილმა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, რომელიც მხოლოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმოძრავებს.
ამავე გადაწყვეტილებით, გაიხსნება მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, რომლებიც ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გადაცვლაზე იმუშავებენ.