უნდა შევიდეს თუ არა თელავის შემადგენლობაში ქალაქთან ახლომდებარე სოფლები- გამოკითხვა
თელავის მოსახლეობა სოფლების, კურდღელაურის, ვარდისუბნის და ნასამხრალის ქალაქის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს.
აღნიშნული მოთხოვნა მათ სოციალურ ქსელში გააჟღერეს, რასაც უამრავი კომენტარი, გამოხმაურება და აზრთა სხვადასხვაობა მოყვა. ადგილობრივების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ თვითმმართველობა აღნიშნული საკითხით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს. ნაწილის თქმით, კი ეს მიუღებელია.
აღნიშნულ საკითხზე knews.ge-მ გამოკითხვა ჩაატარა.
“უნდა შემოვიერთოთ, ქალაქი უფრო გაიზრდება, აუცილებელიც არის, რომ ახლომახლო სოფლები ქალაქს შემოუერთდეს”,- აცხადებს თელავის მკვიდრი თინა მაზალიშვილი.
მარიამ ოქროცვარიძე, თორნიკე ხალხელაური