კახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 102-მდე გაიზარდა
29 იანვრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 55-ით გაიზარდა და საერთო რაოდენობამ 10 762-ს მიაღწია.
აქედან ახმეტაში დაფიქსირებულია-712 შემთხვევა, გურჯაანში-2368, დედოფლისწყაროში -762, თელავში -2411, ლაგოდეხში- 1503, საგარეჯოში -1326, სიღნაღში-772, ყვარელში -908.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას შეადგენს 761 პირს. მათ შორის 661 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 3 მკურნალობს კოვიდ სასტუმროში, 97 იმყოფება კოვიდ კლინიკაში, 9899 გამოჯანმრთელდა, 102 გარდაიცვალა.
თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობაა- 685, სულ გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობაა -9 899.