სოციალურ დახმარების მიღებაზე განაცხადების მიღება 20 თებერვლამდე გაგრძელდება
გიორგი გახარიას განცხადებით მიზნობრივ სოციალურ დახმარებაზე განცხადების მიღება 20 თებერვლამდე გაგრძელდება, ხოლო ფინანსური დახმარების გაცემა 28 თებერვლიდან დაიწყება.
პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა დროულად გაკეთონ განცხადება.
“მოგეხსენებათ, რომ ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების მიზნობრივ სოციალურ დახმარებას და ისიც, რომ უკვე დაიწყო განაცხადების მიღება იმ მოქალაქეებისგან, რომლებმაც სამწუხაროდ, ეპიდემიის მეორე ტალღის შედეგად სამსახური დაკარგეს. ამ განაცხადებების მიღება გაგრძელდება 20 თებერვლამდე, ხოლო 28 თებერვლიდან დაიწყება შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა. ეს გახლავთ 1200 ლარანი დახმარება, რომელიც გადანაწილებულია 6 თვეზე. მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს ეს განაცხადი. დღეის მდგომარეობით, ჩვენს პორტალებზე ატვირთულია 45 ათასი ასეთი განცხადება” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მარიამ ოქროცვარიძე