ახალი ამბები

შსს-ს უფლება მიეცა, თუშეთის მიმართულებით ვერტმფრენებით ფრენა გააგრძელოს

შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება მიეცა, თუშეთის მიმართულებით ვერტმფრენებით ფრენა გააგრძელოს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორი გახარია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის გადაადგილების შესაძლებლობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს და ეს პროგრამა გაგრძელდება.

„შსს-ს დღეს ჩვენ უნდა მივცეთ ნება, თუშეთის მიმართულებით გააგრძელოს ვერტმფრენებით ფრენა. მოგეხსენებათ, რომ ამას ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვა აქვს, განსაკუთრებით ზამთრის პირობებში. ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც მაღალმთიან სოფლებში ცხოვრობენ, განსაკუთრებით თუშეთში, მათთვის უნდა იყოს გადაადგილების შესაბამისი შესაძლებლობა და ამას უზრუნველყოფს უკვე რამდენიმე წელია შსს, მთავრობის დახმარებით. ეს პროგრამა გაგრძელდება“,-განაცხადა გახარიამ.