როგორ ცხოვრობს თუშეთის 27 მოსახლე
უამინდობის გამო, თუშეთთან დაკავშირება მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი, ამ დროისთვის დაკეტილია ვიზიტორთა ცენტრი, თუმცა დაცული ტერიტორიების და ეროვნული პარკის რეინჯერები კვლავ განაგრძნობენ მორიგეობას.
ამჟამად თუშეთის 5 სოფელში არის 27 ადამიანი, რომელებიც მუდმივად, ყოველ ზამთარს იქ რჩებიან.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ლადო კახოიძე განმარტავს, რომ თუშეთში მუდმივად მოსახლე ექიმი, რომელიც ბოჭორნაში ცხოვრობს, ხეობაში დარჩენილ მოსახლეობას უწევს პირველად დახმარებას საჭიროების შემთხვევაში.
ადგილობრივ მოსახლეობას, საკვები პროდუქტით მომარაგებისა და სხვა საჭიროებებით უზრუნველყოფის შემთხვევაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ემსახურება რომელიც 2017 წლიდან რეგულარულ სამოქალაქო ავიარეისებს ასრულებს თუშეთი -ალვანის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ თუშეთში მუდმივად მაცხოვრებელ მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და მათ რიცხვს წელს კიდევ სამი ახალგაზრდა შეემატა. აქდან ორი ფერმერი სოფელ ჭეშოში დარჩა საქონლით ხოლო ერთი სოფელ ომალოში. ამჟამად თუშეთის ხუთ სოფელში – ომალო, შენაქო, ჩიღო, ჭეშო და ბოჭორნა – უკვე 27 მუდმივად მაცხოვრებელი პირი ცხოვრობს.
“მოსახლეობას სურსათით ყოველ კვირა ამარაგებს მერია ავიაციის მეშვეობით და უზრუნველყოფს უფასო გადაადგილების საშუალებით, მათ შეუძლიათ შეიძინონ აღნიშნული პროდუქტები.
ამჟამად 5 სოფელში: ომალო, შენაქო, ჩიღო, ჭეშო, ბოჭორმა იმყოფება 27 პირი. აღსანიშნავია, რომ წელს შეემატა 3 პირი, აქედან ორი ახალგაზრდა. ერთი ფერმერია სოფელ ჩიღოში და ერთი სოფელ ომალოში”,– განაცხადა ლადო კახოიძემ.
მარიამ ოქროცვარიძე