კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა
კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
79 წლის კაცი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნიდან იყო და ის მკურნალობის კურსს თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადიოდა.
რეგიონში კორონავირუსის სულ 9,693 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამ ეტაპზე მკურნალობას 1855 მოქალაქე გადის, მათ შორის 1723 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 1 კოვიდ – სასტუმროში, ხოლო 131 იმყოფება კოვიდ -კლინიკაში.