ლაგოდეხში ელექტროტექნიკის მაღაზია გაქურდეს
ლაგოდეხში ელექტროტექნიკის მაღაზია დაუდგენელმა პირებმა გაქურდეს.
მეპატრონის, ალექსანდრე გელაშვილის განცხადებით, წაღებულია მობილური ტელეფონები და მაღაზიაში არსებული თანხა.
გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.