კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 9,511- მდე გაიზარდა
კახეთის რეგიონში COVID-19- ით ინფიცირებულთა რაოდენობა 9,511- მდე გაიზარდა.
დღეს კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სპეციალისტების თქმით, ინფიცირებულები რჩებიან ბინაზე მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის მოლოდინის რეჟიმში.
მუნიციპალიტეტების მიხედვით ეპიდემიოლოგიური სტატისტიკა ასეთია: ახმეტა-659, გურჯაანი-2038, დედოფლისწყარო -702, თელავი -2206, ლაგოდეხი – 1327, საგარეჯო -1139, სიღნაღი-638 და ყვარელი -802.
ვირუსი ჯამში 7, 408 პაციენტმა დაამარცხა, გარდაიცავალა 83 მოქალაქე.