ახალი ამბები

სოფელ ერისიმედში მეცხოველეობის ფერმა დაიწვა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში თავართქილაძეების ფერმა სრულად დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟების მისვლამდე, 25 სული მსხვილფეხა პირუტყვი დაიწვა და როგორც ოჯახი ამბობს, ათასობით ლარის ზარალი მიადგა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ფერმაში, სათავსოში თივა ინახებოდა, ამიტომ ხანძარი სწრაფად გავრცელდა.

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.