გურჯაანში თონეში თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში, თონეში თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მიხეილ გიორგაძე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
ის უგონო მდგომარეობაში მყოფი ერთ- ერთმა ადგილობრივმა ნახა და 112-ში დარეკა.
გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი უცნობია. ცხედრი ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.