ლაგოდეხის ნაკრძალში ფოტოხაფანგმა აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი დააფიქსირა
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფოტოხაფანგმა აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი დააფიქსირა.
იგი ღრურქიანების ოჯახს და თხების გვარს მიეკუთვნება.
ის მაღალმთიანი კავკასიონის მთებში გვხვდება.
ლაგოდეხის ნაკრძალში დაახლოებით 240-მდე ინდივიდი ბინადრობს და მიგრირებს საქართველო-დაღესტანის ტერიტორიაზე.
მარიამ ოქროცვარიძე