კახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა
კახეთში ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა. რეგიონში ეს უკვე ვირუსით გარდაცვალების 81-ე შემთხვევაა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, პაციენტებს თანმხლები დაავადებები ჰქონდათ, როს გამოც მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კახეთის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 9 289- მდე გაიზარდა. დღეს კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონში, მუნიციპალიტეტების მიხედვით ეპიდემიოლოგიური სურათი ასეთია: ახმეტა-649, გურჯაანი-1986, დედოფლისწყარო -692, თელავი -2154, ლაგოდეხი – 1284, საგარეჯო -1109, სიღნაღი-624 და ყვარელი -791.