ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 9 289- მდე გაიზარდა

კახეთის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 9 289- მდე გაიზარდა. დღეს კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიოლოგები ახლა კონტაქტების მოძიებას ცდილობენ.

რეგიონში, მუნიციპალიტეტების მიხედვით ეპიდემიოლოგიური სურათი ასეთია: ახმეტა-649, გურჯაანი-1986, დედოფლისწყარო -692, თელავი -2154, ლაგოდეხი – 1284, საგარეჯო -1109, სიღნაღი-624 და ყვარელი -791.

ამ ეტაპზე მკურნალობს 2103 მოქალაქე, აქედან 1948 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 35 კოვიდ – სასტუმროში, ხოლო 120 იმყოფება კოვიდ – კლინიკაში. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 1095- ია.

სულ 7079 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 81 მოქალაქე კი გარდაიცვალა.