თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა
თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა.
აღნიშნულ საკითხზე განცხადებას ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, ქსელში ავარია არ მომხდარა.
,,დღის განმავლობაში თელავის და ახმეტის რაიონებს სამჯერ, გურჯაანის რაიონის ნაწილს კი ორჯერ, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ავარია არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, ენერგომომარეგების შეზღუდვა კომპანიის მიზეზით არ მომხდარა.
დილით, შუადღეს და საღამოს 20-50 წუთის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა თელავის და ახმეტის რაიონებს სრულად, ასევე, გურჯაანის რაიონის ნაწილს. ამ დროისთვის ენერგომომარაგება აღდგენილია, აბონენტებს სტაბილურად მიეწოდება ელექტროენერგია”,-აცხადებენ კომპანიაში.