უნდა აიცრათ თუ არა კორონავირუსის გადატანის შემთხვევაში
აშშ-ის იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველი კომიტეტის დასკვნით, მიუხედავად იმისა, ადამიანს გადატანილი აქვს თუ არა COVID-19, ის მაინც უნდა აიცრას.
სპეციალისტების თქმით, ამჟამინდელი მონაცემები აჩვენებს, რომ ადამიანებისთვის, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს, ვაქციანაცია უსაფრთხო და ეფექტიანია.
გავრცელებულია მოსაზრება, რომ კორონავირუსთან გამკლავების შემდეგ, ადამიანი COVID-19-ისგან დაცულია, ეს მხოლოდ ნაწილობრივ არის მართალი.
მათივე თქმით, კორონავირუსისადმი იმუნიტეტი ინდივიდებს განსხვავებულად უვითარდებათ. მსუბუქი COVID-19-ისას ადამიანი ანტისხეულების მცირე რაოდენობას გამოიმუშვებს, რის გამოც ხელახალი ინფიცირების ალბათობა მაინც არსებობს.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, თუ COVID-19-ის ძალიან მსუბუქი ფორმა გაქვთ, თქვენი იმუნური სისტემა, მომავალი თავდაცვისთვის საკმარის ანტისხეულებს არ გამოყოფს.
მარიამ ოქროცვარიძე