სოფელ კონდოლში მცხოვრები ოჯახი 1988 წელს სამშობიაროდან გაშვილებულ გოგოს ეძებს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მცხოვრები ოჯახი, 1988 წელს სამშობიაროს თანამშრომლების მიერ, უკანონოდ გაშვილებულ გოგონას ეძებს.
ოჯახის ინფორმაციით, თელავის სამშობიარო სახლიდან 1988 წლის 7-14 დეკემბრის პერიოდში გაშვილდა ახალდაბადებული გოგონა, მათ კი უთხრეს, რომ ბავშვი დაბადებიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.
ოჯახის ინფორმაციით, მშობლებს ჩვილი არც გარდაცვლილი უნახავთ და მათთვის გარდაცვალების საბუთებიც არავის მიუცია.
დაკარგული გოგოს ოჯახის წევრი, თამარ ბალუაშვილი აცხადებს, რომ გარდაცვლილად გამოცხადებული შვილის გაშვილების შესახებ შემთხვევით ნათესავისგან გაიგეს.
,,ბებიას ექიმებისთვის უთქვამს ორი შვილი ჰყავთ, ეკონომიურად უჭირდათ და ეს ბავშვი არ აინტერესებთო. თან 200 მანეთი გადაუხდია, რომ ეთქვათ ბავშვი გარდაიცვალა”,- აცხადებს knews.ge-თან თამარ ბალუაშვილი.
თამარ ბალუაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოებსაც ავრცელებს და ინტერნეტ მომხმარებლებს სთხოვს, რომ ვისაც ფოტოები ეცნობა ან რამე სახის მსგავსებას აღმოაჩენს დარეკოს ნომერზე 599030107.
ინფორმაციას ავრცელებს ბავშვის მამიდა თამარ ბალუაშვილი. აღსანიშნავია, რომ ბავშვი დაიბადა 7 თვიანი.
მშობლების სახელი და გვარი:მზია გოგილავა,
ლევანი შალუტაშვილი.
მარიამ ოქროცვარიძე