ალავერდის მონასტერში მისულ მრევლს კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება შეეძლება
შობის სადღესასწაულო მსახურებამდე ალავერდის ეპარქიაში სასულიერო პირებსა და სტიქაროსნებს კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ.
ტესტირების ჩატარება სურვილისამებრ მონასტერში მისულ მრევლსაც შეეძლება.
თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან.
დედა მარიამი აცხადებს, რომ იმისათვის, რათა არ იყვნენ საშიშნი დღეს ტაძარში მოსული მრევლისთვის, ისინი კორონავირუსზე ტესტირებას ნებაყოფლობით გადიან.
“ჩვენ ვიზიარებთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, ამიტომ მივიღეთ შემოთავაზება ჯანდაცვის ცენტრიდან, დავთანმდით და ეპარქიაში მყოფი ყველა ადამიანი ნებაყოფლობით ჩაიტარებს ტესტირებას,“– აღნიშნა დედაომ.