ახალი ამბები

თელავში, ქუჩის ძაღლების მომვლელ ქალს სახის არეში დანით დაზიანებები მიაყენეს

თელავში, ქუჩის ძაღლების მომვლელ ქალს, დაუდგენელმა პირმა, სახის არეში დანით დაზიანებები მიაყენა.

შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მოხდა.

ლალი კბილაშვილის ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი, უცხო მამაკაცისათვის ძაღლის გამოდევნება გახდა.

,,მთელმა ქალაქმა იცის, რომ ამ ძაღლებს ვპატრონობ. ერთ- ერთი, უცხო მამაკაცს გამოედევნა. ამან მისი აგრესია გამოიწვია. მე ვცდილობდი დავხმარებოდი და თან ძაღლიც დამეცვა მისგან. მაბ სახეზე დანა ჩამომისვა და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა. ვინაობა არ ვიცი, მაგრამ ვიცი მისი სახლი და პოლიცია გამოვიძახე”,-  განაცხადა კბილაშვილმა.

ლალი კბილაშვილი, წლების განმავლობაში, თელავში, მიუსაფარ ძაღლებს პატრონობს და საკუთარი სახსრებით კვებავს.

თელავის თეატრის წინ, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, საპროტესტო კარვის დადგმის შემდეგ, კბილაშვილი, პროტესტის აქტიური მონაწილეცაა, თუმცა, თავად აქტივისტები, მომხდარ ფაქტს, პოლიტიკურ პროცესს არ უკავშირებენ.