თელავში, ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანებას აპროტესტებენ
თელავში, ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორია დანაგვიანებულია. აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ერთ- ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა ფოტო, სადაც ჩანს დანაგვიანებული ტერიტორია.
“თელავის მთავარი ნაძვის ხის ნახვისას, სიხარულის და სირცხვილის განცდა ერთდროულად დამეუფლა. სიხარულის იმიტომ, რომ იზრუნეს და მართლაც ულამაზესად მორთეს, რამაც ჩვენი ყოფა ცოტათი მაინც გაალამაზა. რაზედაც უდიდესი მადლობა შესაბამის სამსახურს. სირცხვილის კი იმიტომ, რომ ულამაზესი ნაძვის ხის შიგნით, მათ, ვინც მორთო, შეუყრიათ უამრავი ნაგავი. ის, რაც მორთვის შედეგად დარჩა , ცელოფნის პარკები, მუყაოს კოლოფები, დენის ჩამრთველები, კაბელები და ა.შ ალბათ იმედოვნებდნენ, რომ არ გამოჩნდებოდა გარედან. თუმცა კარგად ჩანს” – წერს სოციალურ ქსელში თელავის ერთ-ერთი მკვიდრი.
მარიამ ოქროცვარიძე