თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს
მკვლელობა მოხდა იყალთოში – მოკლულია თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ექიმი ზურაბ საჩიშვილი. მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს. დაჭრილია კიდევ ერთი პირი.
არსებული ინფორმაციით, ზურაბ საჩიშვილს თელავის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ესროლა.
თვითმხილველების თქმით, მკვლელობა ერთ-ერთ ოჯახში, სუფრაზე დაწყებულ ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა, რომელიც ქუჩაში გაგრძელდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გასროლის შედეგად ხელის არეში დაიჭრა თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილიც, რომელსაც ჭრილობები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ადგილზე დაუმუშავა.