ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 59-მდე გაიზარდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, გუშინდელი მონაცემებით, რეგიონში ინფიცირების 137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 პირი.
,,ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 8 009. იმ პაციენტთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას შეადგენს 2 832, მათ შორის 2 646 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 17 მკურნალობს კოვიდ სასტუმროში, 169 იმყოფება კოვიდ კლინიკაში, 5 118 გამოჯანმრთელდა, 59 გარდაიცვალა. გუშინ გარდაცვლილი მამაკაცი გურჯაანის რაიონიდან იყო. ის ლაგოდეხის ,,არქიმედეს” კლინიკაში მკურნალობდა “,-განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.