ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 8 000-ს გადააჭარბა

კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის განცხდებით, გუშინ რეგიონში ინფიცირების 137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მისივე თქმით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 8 009.

,,დღემდე ახმეტაში დაფიქსირებულია 583 შემთხვევა, გურჯაანში- 1701, დედოფლისწყაროში -618, თელავში -1906, ლაგოდეხში – 1050, საგარეჯოში -937, სიღნაღილში-515, ყვარელში -699. ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას შეადგენს 2 832, მათ შორის 2 646 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 17 მკურნალობს კოვიდ სასტუმროში, 169 იმყოფება კოვიდ კლინიკაში, 5 118 გამოჯანმრთელდა, 59 გარდაიცვალა. სულ გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა -5 118. ბოლო ოცდაოთხ საათში გარდაიცვალა ერთი პირი”,-განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.