თელავში მამაკაცმა სიძე მოკლა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში მკვლელობა მოხდა.
მამაკაცმა სიძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული.
ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორის დაპირისპირება მოხდა, თუმცა უთანხმოების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
ადგილზე პოლიცია და ექსპერტ- კრიმინალისტები იმყოფებიან, რომლებიც შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.