24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გაიხსნება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გახსნება.
აღნიშნულის შესახევ მან საკოორდინაციოსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„სამწუხაროდ, ვერ გაიხსნება ბაზრობები. იმუშავებს აგრარული ბაზრები ისევე, როგორც ფუნქციონირებდნენ 28 ნოემბრის შემდეგ და იმუშავებენ იმ პირობით, რომ სრულად დაიცავენ უსაფრთხოების წესებს, რომელიც არის დაშვებული დღეის მდგომარეობით,“– აღნიშნა ცქიტიშვილმა.