თელავში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა 2 იანვრამდე ძალაში რჩება
24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე დიდ ქალაქებში და მათ შორის თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება.
ასევე კვლავ აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.
შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.