კახეთში კორონავირუსით კომპანია ,,ბადაგონის” დირექტორის მოადგილე გარდაიცვალა
კახეთში, კორონავირუსით კომპანია “ბადაგონის” დირექტორის მოადგილე გელა სააკაშვილი გარდაიცვალა.
37 წლის მამაკაცი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურიდანაა.
არსებული ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 10 დეკემბერიდან მკურნალობდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საავადმყოფოში შეყვანისთანავე მძიმე იყო.
ექიმების განცხადებით, მას აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მათ შორის სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ანემია და პნევმონია.
ბოლო 12 საათში კახეთში კორონავირუსის 40- მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილია 59 პაციენტი.