ახალი ამბები

მაია ცქიტიშვილი პანკისი-თუშეთის გზაზე – 2 880 მეტრ სიმაღლეზე არის გათვალისწინებული საუღელტეხილო მონაკვეთი, რომელიც ვერ ხორციელდება

ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2 880 მეტრ სიმაღლეზე არის გათვალისწინებული საუღელტეხილო მონაკვეთი, რომელიც ფიზიკურად ვერ ხორციელდება თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით.

ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში პანკისი-თუშეთის გზასთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხად განაცხადა.

“შესაძლოა, წლების შემდეგ ეს ფასი ან ტექნოლოგია იყოს გამართლებული ამ გზის გასაყვანად.
დაახლოებით 500 მილიონი ჯდება თუშეთი-ხევსურეთის გამაერთიანებელი გზის გაყვანის პროექტი, რასაც ასევე, მძიმე კლიმატური პირობების გათვალისწინებით მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში გამოვიყენებთ და შესაბამისად ცხადია, რომ ამ პროექტს ვერ განვახორციელებთ
“,-აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.