კახეთში ნარკოტიკული საშუალების შენახვისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის მამაკაცი დააკავეს
კახეთში, პოლიციამ წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი 41 წლის მამაკაცი დააკავა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებები. თვითმხილველების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიც იპოვეს.
დაკავებული გადაყვანილია თელავის წინასწარი მოთავსების იზოლატორში, მას ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.