ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა

კახეთის რეგიონში კორონავირუსს კიდევ ერთი პირი ემსხვერპლა.

ვირუსით გარდაიცვალა 59 წლის კაცი, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოდან იყო.

გუშინ რეგიონში ინფიცირების 163 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 872 მიაღწია.

ეპიდემიოლოგების მიერ უკვე მოძიებულია ახალი დაინფიცირებულების 49 კონტაქტი.

რეგიონის მასშტაბით ვირუსი სულ 4 935- მა პაციენტმა დაამარცხა.

სექტემბრიდან დღემდე, COVID- 19- ის დიაგნოზით 58 მოქალაქე გარდაიცვალა.