ახალი ამბები

კახეთში სიჩქარის კონტროლის კამერები ჩაირთო

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ინფორმაციით, კახეთში სიჩქარის კონტროლის კამერები ჩაირთო.

მათი თქმით, რეგიონებსა და თბილისში სიჩქარის კონტროლის 19 სექცია ამოქმედდა.

,,2020 წლის 21 დეკემბრიდან, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით კახეთის რეგიონში სიჩქარის კონტროლის კამერები შემდეგი მიმართულებებით ჩაირთო:

ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 32-ე კილომეტრიდან (მიმართულება გურჯაანი) – ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 35-ე კილომატრემდე (სოფ: წინანდალი, მიმართულება გურჯაანი). ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 35-ე კილომეტრიდან (სოფ: წინანდალი, მიმართულება თელავი) – ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 32-ე კილომეტრამდე (მიმართულება თელავი). ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 35-ე კილომეტრიდან (სოფ: წინანდალი, მიმართულება გურჯაანი) – ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 42-ე კილომეტრამდე (სოფ: აკურა, მიმართულება გურჯაანი). ნებადართული სიჩქარე 50 კმ/სთ.

ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 42-ე კილომეტრიდან (სოფ: აკურა, მიმართულება თელავი) – ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 35-ე კილომეტრამდე (სოფ: წინანდალი, მიმართულება თელავი). ნებადართული სიჩქარე 50 კმ/სთ”,- განაცხადეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში.