ახალი ამბები

ერთჯერადი სამასლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე გაფართოვდა

კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასის ჩარიცხვა 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე.

შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, კიდევ უფრო გაფართოვდა ერთჯერადი სამასლარიანი კომპენსაციის მიმღებთა წრე.

პირები, ვისაც 5 დეკემბრამდე ჩაერიცხათ ხელფასი, თუმცა 2020 წლის 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე ანაზღაურება აღარ მიუღიათ იმ დამქირავებლისგან, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვს საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება, აღნიშნული ცვლილების თანახმად, მაინც მიიღებენ კომპენსაციას 300 ლარის ოდენობით.