თელავში ჯვარპატიოსანის სამრეკლოზე ნატყვიარები დახვდათ
თელავში მცხოვრებ ლევან გოგოჭურს, რომელიც ტაძარში სანთლის ასანთებად იყო მისული, ეკლესიის სამრეკლოზე ნატყვიარი დახვდა.
აღნიშნული განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
“ჩემი წარმომავლობიდან გამომდინარე ვფიქრობ, არ მეშლება წმინდა ადგილზე მოქცევა, რამდენადაც ვიცი არც იარაღი არ წარმოადგენს რამე აკრძალულს და მიუღებელს რელიგიურად.
ცნობილია, რომ ბრძოლის წინ ხდებოდა იარაღის კურთხევა და დალოცვა. ამ ყველაფერს იმის გამო ვწერ, რომ არ შეიძლება სამრეკლოსთვის იარაღიდან სროლა. სანამ შვილს თოფს უყიდით და ტყეში სანადიროდ გაუშვებთ ელემენტარული აუხსენით”,-აცხადებს ლევან გოგოჭური.
იგი მოუწოდებს მოსახლეობას, მსგავსი ქმედებისგან თავი შეიკაონ, რადგან ჯვარპატიოსანი და მსგავსი წმინდა ადგილები ხელშეუხებელნი და მუდამ მოვლილი უნდა იყოს.
მარიამ ოქროცვარიძე

