შეზღუდვების კანონის ვადა შესაძლოა კიდევ 6 თვით გახანგრძლივდეს
შეზღუდვების კანონის ვადა შესაძლოა კიდევ 6 თვით გახანგრძლივდეს.
მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები 28 ნოემბრიდან ამოქმედდა. ხოლო “საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ” კანონს ვადა 1 იანვარს ეწურება .
ამიტომ შეზღუდვების გახანგრძლივების ინიციატივა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ წარადგინა და მიზეზად ეპიდვითარება დაასახელა.
“ეს ვადა რამოდენიმე დღეში იწურება, რის შემდეგაც პროცესის მართვა მის გარეშე გაძნელდება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ვაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მოქმედების დრო 6 თვით გახანგრძლივდება”- ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.
მარიამ ოქროცვარიძე