კახეთში კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, კახეთის რეგიონში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა.
მისი თქმით, 15 დეკემბერს კახეთის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობამ 153 შეადგინა. დღის განმავლობაში აღებული ტესტების რაოდენობამ კი 923.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 7 135 შეადგინა.
,,მუნიციპალიტების მიხედვით გადანაწილება ასეთია ახმეტა- 524, გურჯაანი- 1 519, დედოფლისწყარო – 556, თელავი -1719, ლაგოდეხი – 926, საგარეჯო -841, სიღნაღი- 432, ყვარელი -618. ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას შეადგენს 3 206 პირს, მათ შორის 3 025 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 9 პირი მკურნალობს კოვიდ სასტუმროში, 172 იმყოფება კოვიდ კლინიკაში, 3 882 გამოჯანმრთელდა, 47 ადამიანი კი გარდაიცვალა.
თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა -2530
რაც შეეხება გარდაცვლილებს, ორივე ასაკოვანი მამაკაცია, ერთი სიღნაღის და ერთი კი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები. ორივე საავადმყოფოში გარდაიცვალა”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.