ახალი ამბები

თელავი-ყვარლის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ერთი პირი გარდაიცვალა

დღეს თელავი-ყვარლის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულიგზავრებიდან 1 პირი გარდაიცვალა.

ის დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო. 

არსებული ინფორმაციით, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

შეგახსენებთ, „მერსედერსისა“ და „გოლფის” მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ. დაშავდა რამდენიმე მგზავრი. წინასწარი ინფორმაციით, ავარია გადაჭარებებულმა სიჩქარემ გამოიწვია.

საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.