ახალი ამბები

კახეთის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეების პოზიციას დაიკავებენ

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო თანამდებობებზე კანდიდატები დაასახელა.

კანდიდატები, რომლებსაც კენჭს ახალი მოწვევის პარლამენტი ხვალ, პირველ სხდომაზე უყრის, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დაასახელა.

კერძოდ, მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იქნება, პარლამენტის პირველი მოადგილის თანამდებობას კი გიორგი ვოლსკი დაიკავებს.

რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეებს, 15 კომიტეტიდან ორის თავმჯდომარეები კახეთის მაჟორიტარი დეპუტატები იქნებიან.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი ქადაგიშვილი, ხოლო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარედ დავით სონღულაშვილი იქნენ წარდგენილი.