იანვრიდან ზეთის ფასი კიდევ მოიმატებს
საქართველოში იანვრიდან ზეთი კიდევ გაძვირდება.
ამის მიზეზი მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში საექსპორტო პროდუქციაზე ფასის ზრდაა, რასაც იანვრიდან ნედლეულის იმპორტზე გადასახადის ზრდა ემატება.
როგორც ზეთის იმპორტიორი კომპანიაში „ბარაქას“ აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტორი საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე აისახება და იანვრიდან ზეთი კიდევ გაძვირდება.
,,რუსეთში მზესუმზირის იმპორტის გადასახადის ზრდა, საქართველოში ზეთის ფასზე პირდაპირ აისახება. ჯერ ისედაც, სექტემბრიდან დღემდე ფასი ეტაპობრივი 40-50%-ით არის გაზრდილი ჩვენს პროდუქციაზე. დამატებით, კიდევ გაზრდილი გადასახადი კიდევ მეტ ზრდას გამოიწვევს. იანვრიდან ზეთის ფასი მნიშვნელოვნად მოიმატებს.
ჯერ რთულია იმის თქმა, რამდენად გაიზრდება მომავალი წლის დასაწყისში ზეთის ფასი, იმდენად რამდენადაც ერთია გაზრდილი გადასახადი და მეორეა, რა ეღირება ბირჟებზე პროდუქცია. ამ ეტაპზე, ზრდა განაპირობა იმან, რომ მზესუმზირის ნაკლები მოსავალია. ასე რომ, წინასწარ უფრო კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი. მით უფრო, რომ ფასი ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებთან ერთად, დამოკიდებულია ლარის კურსზეც “,- აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისათვის, საქართველოში მზესუმზირის ზეთის უმსხვილესი იმპორტიორი რუსეთია.