კახეთში კორონავირუსით 2 პირი გარდაიცვალა
კახეთში კორონავირუსით კიდევ ორი მოქალაქე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ვირუსს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მცხოვრები 73 წლის ქალი ემსხვერპლა. ის მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა.
კორონავირუსის დიაგნოზით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მცხივრები 63 წლის კაცი ემსხვერპლა. ის საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” სამედიცინო დაწესებულებაში იყო მოთავსებული.
რეგიონში ცოტა ხნის წინ კორონავირუსის 225 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ამით ინფიცირებულთა რიცხვი 6 382- მდე გაიზარდა. სპეციალიატებმა დღეს ახალი ინფიცირებულების 327 კონტაქტი უკვე მოიძიეს.
ბოლო რამდენიმე კვირაში, კორონავირუსის დიაგნოზით 41 ადამიანი გარდაიცვალა.