კახეთში კორონავირუსმა კიდევ ერთი პაციენტი იმსხვერპლა
კახეთის რეგიონში კორონავირუსმა კიდევ ერთი პაციენტი იმსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, 73 წლის კაცი, რომელიც ოფიციალურად თბილისშია რეგისტრირებული, მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადიოდა.
ექიმების თქმით, თანხმლების დაავადებების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ბოლო ინფორმაციით, კახეთის რეგიონის მასშტაბით, ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის 5,161 შემთხვევაა დაფიქსირებული.