კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5 161-მდე გაიზარდა
კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5, 161- ს მიაღწია. დღეს ვირუსის 51 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.
ეპიდემიოლოგების თქმით, ახალი ინფიცირებულები ბინაზე მკურნალობენ და სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
მუნიციპალიტეტებში ვირუსის გავრცელების ოფიციალური სტატისტიკა ასეთია: ახმეტა-360, თელავი -1,339, ყვარელი -409, ლაგოდეხი – 680, გურჯაანი-1,088, სიღნაღი-303
დედოფლისწყარო -425 და საგარეჯო -557.
ბოლო ინფორმაციით, რეგიონში ვირუსის სიმპტომებით მკურნალობს 2,735 პირი. მათ შორის 2,518 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 27 კოვიდ -სასტუმროში, ხოლო 190 იმყოფება კოვიდ – კლინიკაში. რეგიონში ვირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი.