ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსის 209 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთში კორონავირუსის 209 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ტესტის პასუხები ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა.

სპეციალისტებმა ახალი ინფიცირებულების 214 კონტაქტის მოძიება უკვე შეძლეს და ყველა მათგანი უკვე გადაყვანილია თვითიზოლაციაში.

არსებული ინფორმაციით, ცხელების ცენტრს დღეს 57-მა პაციენტმა მიმართა.

რევიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5,110-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა კი 2,344-მდე გაიზარდა.